მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო საწვავის 66%-ს რუსეთიდან ყიდულობს - რა შეიცვალა ექსპორტის აკრძალვის შემდეგ

ნავთობპროდუქტები

2023 წლის 23 სექტემბრიდან რუსეთის ფედერაციამ საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ექსპორტი აკრძალა, რაც ქვეყანაში არსებულ დეფიციტურ მდგომარეობას უკავშირდებოდა. ამ სანქციიდან თითქმის ერთი თვე გადის და მას შემდეგ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ბენზინისა და დიზელზე ფასები 8%-ით გაიზარდა და ამჟამად რეგულარის მარკის საწვავი ლიტრზე საშუალოდ ₾3.23, დიზელზე კი ₾3.40 ღირს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, საწვავის გაძვირება უკვე ოქტომბრიდან ქვეყანაში ინფლაციის დონეს გაზრდის.

საქსტატის თანახმად, სექტემბრის განმავლობაში რუსეთიდან საწვავის ექსპორტი წინა თვესთან შედარებით 17%-ით შემცირდა და 42.6 მილიონი დოლარი შეადგინა. სანაცვლოდ კი 27%-ით გაიზარდა იმპორტი იმპორტი რუმინეთიდან და $18.6 მილიონი შეადგინა.

მთლიანად 2023 წლის განმავლობაში კი საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან 477 მილიონი დოლარის ღირებულების 674 ათასი ტონა საწვავი შეიძინა. მოცულობის მიხედვით, ეს მთლიანი იმპორტის 66% იყო. მეორე ადგილს იკავებს რუმინეთი $118 მილიონი დოლარით (136 ათასი ტონა), მესამე პოზიციას აზერბაიჯანი $51 მილიონით (61 ათასი ტონა), მეოთხეს კი თურქმენეთი $47 მილიონით (57 ათასი ტონა).

საქართველო რუსეთის ფედერაციიდან შედარებით ფასდაკლებულ საწვავს ყიდულობდა, ერთი ტონის საშუალო საიმპორტო ფასები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

1) რუსეთის ფედერაცია - $825 დოლარი ტონაზე (სექტემბერი);
2) რუმინეთი - $979 დოლარი ტონაზე (სექტემბერი);
3) ბულგარეთი - $1,020 დოლარი ტონაზე (სექტემბერი);
4) თურქმენეთი - $1,002 დოლარი ტონაზე (სექტემბერი);
5) აზერბაიჯანი - $937 დოლარი ტონაზე (სექტემბერი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები