მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო სიიაფით მსოფლიოში 55-ე ადგილზეა - მსოფლიოს მსყიდველობითი ანგარიში

თბილისი ამინდი

მსოფლიოს მსყიდველობითი პარიტეტის (PPP) მიხედვით, საქართველო სიიაფით მსოფლიოში 55-ე ადგილზეა. ცნობისთვის, მსყიდველობითი პარიტეტით გამოთვლილი PPP დოლარი, ეს არის ჰიპოთეტური დოლარი, რომელიც ასახავს იმ საქონელსა და მომსახურების ღირებულებას, რომლის შეძენაც აშშ-ში 1 დოლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, თუკი რომელიმე ქვეყანაში 1 აშშ დოლარის მსყიდველუნარიანობაა 2 PPP დოლარი, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ერთი დოლარით ორჯერ უფრო მეტი საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე აშშ-ში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, 2023 წლისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება საქართველოში უდრის $2.74 PPP დოლარს. შესაბამისად, IMF-ის შეფასებით, $1000 ნომინალური დოლარის ხელფასის მსყიდველუნარიანობა საქართველოში უდრის $2,740 PPP დოლარის მსყიდველუნარიანობას. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 55-ე ადგილზეა. სიიაფით მსოფლიოში პირველ ადგილზეა სუდანი, სადაც 1000 დოლარი უდრის 6,750 PPP დოლარს, მეორე ადგილზეა ლაოსი სადაც 1000 დოლარი 5,210 PPP დოლარის ტოლია. შესაბამისად, იმ ქვეყნებში, სადაც ფასები აშშ-სთან შედარებით მაღალია 1000 დოლარის ღირებულება 1000 PPP დოლარზე ნაკლებია. ასეთია მაგალითად შვეიცარია, ისლანდია და ნორვეგია.

PPP დოლარის ადგილობრივი ღირებულება გამოითვლება მსყიდველობითი კალათის მიხედვით. ამ კალათაში შედის არავაჭრობადი საქონელი და მომსახურებაც, რომელიც საქართველოში საშუალოდ უფრო იაფია, მაგალითად, უძრავი ქონების ფასები, კომუნალური გადასახდელების ფასები, შიდა სერვისების სიიაფე. შესაბამისად, ის ავტომატურად სასურსათო კალათის სიიაფეს არ ნიშნავს და უფრო ფართო ჯგუფებს მოიცავს.

აშშ დოლარი მსოფლიოში საქონლისა და მომსახურების მთავარი დენომინატორია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები - მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს ეკონომიკებს სწორედ აშშ დოლარში ზომავენ. თუმცა, ამერიკული დოლარი სრულ სურათს არ ასახავს, რადგანაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქონელი და მომსახურება განსხვავებული ფასი ღირს და ერთ დოლარს სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე მსყიდველობითი ფასი არ აქვს. სწორედ ამისთვის არსებობს მსყიდველობითი პარიტეტით გამოთვლილი PPP დოლარიც.

პოზიცია

ქვეყანა

PPP დოლარის ღირებულება აშშ დოლართან მიმართებით მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით (2023, მიმდინარე ფასებში)

1 სუდანი 6.75
2 ლაოსი 5.21
3 სიერა-ლეონე 5.05
4 ირანი 4.71
5 პაკისტანი 4.60
6 ტაჯიკეთი 4.54
7 ეგვიპტე 4.54
8 ლიბია 4.15
9 უზბეკეთი 4.11
10 ბუტანი 4.08
11 მიანმარი 3.71
12 ნეპალი 3.65
13 ბურუნდი 3.62
14 მადაგასკარი 3.60
15 ყირგიზეთი 3.52
16 ინდოეთი 3.52
17 ნიგერია 3.50
18 იემენი 3.32
19 ვიეტნამი 3.31
20 ბანგლადეში 3.31
21 სურინამი 3.23
22 მავრიტანია 3.23
23 ბელორუსია 3.21
24 კამბოჯა 3.18
25 ტუნისი 3.16
26 გამბია 3.14
27 თურქეთი 3.13
28 ინდონეზია 3.10
29 ტაილანდი 3.08
30 რუანდა 3.04
31 ბურკინა-ფასო 3.02
32 კენია 3.01
33 გვინეა-ბისაუ 3.00
34 გაიანა 2.97
35 ბენინი 2.97
36 სვაზილენდი 2.97
37 განა 2.96
38 ნიკარაგუა 2.94
39 ფილიპინები 2.93
40 ლესოთო 2.91
41 მალი 2.89
42 მალავი 2.88
43 მალაიზია 2.85
44 ზამბია 2.83
45 ეკვატორული გვინეა 2.82
46 მონღოლეთი 2.82
47 ალჟირი 2.81
48 კოლუმბია 2.79
49 ჩრდილოეთ მაკედონია 2.79
50 სომალი 2.79
51 ანგოლა 2.78
52 უგანდა 2.77
53 ტოგო 2.76
54 ფიჯი 2.75
55 საქართველო 2.74
56 უკრაინა 2.74
57 რუსეთი 2.71
58 ტანზანია 2.71
59 კამერუნი 2.71
60 ბოლივია 2.68
61 კოსოვო 2.67
62 პარაგვაი 2.66
63 ჟორდანია 2.64
64 მოლდოვა 2.64
65 სამხრეთ აფრიკა 2.62
66 მაროკო 2.62
67 ჩადი 2.57
68 კოტ'დ იუვარი 2.55
69 ეთიოპია 2.52
70 ბოსნია და ჰერცოგოვინა 2.52
71 ყაზახეთი 2.52
72 სენეგალი 2.52
73 კომორის კუნძულები 2.52
74 ნიგერი 2.50
75 ტიმორ-ლესტე 2.50
76 ბოტსვანა 2.50
77 მავრიკი 2.50
78 აზერბაიჯანი 2.48
79 მონტენეგრო 2.47
80 მოზამბიკი 2.45
81 ალბანეთი 2.43
82 ნამიბია 2.42
83 სომხეთი 2.38
84 პანამა 2.31
85 სერბეთი 2.31
86 ვენესუელა 2.30
87 დომინიკის რესპუბლიკა 2.27
88 ტაივანი 2.24
89 ლიბერია 2.24
90 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2.23
91 რუმინეთი 2.23
92 ჰონდურასი 2.21
93 კაბო ვერდე 2.20
94 გაბონი 2.17
95 ბაჰრეინი 2.13
96 მალდივები 2.11
97 ბრუნეი 2.11
98 მაცხოვარი 2.11
99 გვინეა 2.10
100 საუდის არაბეთი 2.10
101 ბულგარეთი 2.10
102 პერუ 2.07
103 უნგრეთი 2.07
104 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 2.06
105 ხორვატია 2.05
106 ეკვადორი 2.04
107 პოლონეთი 2.03
108 სეიშელის კუნძულები 2.00
109 ერაყი 2.00
110 არგენტინა 1.99
111 გვატემალა 1.96
112 კონგოს რესპუბლიკა 1.94
113 ბრაზილია 1.93
114 სენტ ვინსენტი და გრენადინები 1.91
115 იამაიკა 1.90
116 ჩინეთი 1.86
117 ჯიბუტი 1.86
118 ომანი 1.85
119 მექსიკა 1.81
120 მაკაო 1.81
121 გრენადა 1.77
122 არაბთა გაერთიანებული საამიროები 1.76
123 ჩილე 1.73
124 ლიტვა 1.73
125 სლოვაკეთის რესპუბლიკა 1.73
126 საბერძნეთი 1.72
127 კორეა 1.71
128 პორტუგალია 1.68
129 კოსტა - რიკა 1.65
130 სენტ კიტსი და ნევისი 1.65
131 ლატვია 1.64
132 მალტა 1.64
133 ჩეხეთის რესპუბლიკა 1.61
134 ქუვეითი 1.61
135 სლოვენია 1.59
136 ტრინიდადი და ტობაგო 1.57
137 ბელიზი 1.56
138 კვიპროსი 1.55
139 ანდორა 1.55
140 თურქმენეთი 1.54
141 იაპონია 1.54
142 დომინიკა 1.53
143 ესპანეთი 1.53
144 სინგაპური 1.51
145 ჰაიტი 1.50
146 იტალია 1.46
147 ესტონეთი 1.46
148 არუბა 1.44
149 სან-მარინო 1.44
150 სან ტომე და პრინსიპი 1.43
151 ჰონკონგი 1.42
152 სამოა 1.41
153 სენტ ლუსია 1.40
154 კატარი 1.39
155 ზიმბაბვე 1.37
156 ურუგვაი 1.36
157 ანტიგუა და ბარბუდა 1.33
158 პაპუა ახალი გვინეა 1.32
159 ბაჰამის კუნძულები 1.31
160 ტონგა 1.30
161 საფრანგეთი 1.27
162 გერმანია 1.25
163 ბელგია 1.23
164 ირლანდია 1.23
165 კირიბატი 1.21
166 შვედეთი 1.20
167 ავსტრია 1.19
168 ნიდერლანდები 1.19
169 გაერთიანებული სამეფო 1.16
170 სამხრეთ სუდანი 1.14
171 პუერტო-რიკო 1.12
172 კანადა 1.12
173 ახალი ზელანდია 1.12
174 ფინეთი 1.10
175 ლუქსემბურგი 1.06
176 სოლომონის კუნძულები 1.06
177 დანია 1.05
178 ისრაელი 1.03
179 ავსტრალია 1.02
180 პალაუ 1.00
181 შეერთებული შტატები 1.00
182 ტუვალუ 1.00
183 ნაურუ 0.95
184 მარშალის კუნძულები 0.95
185 მიკრონეზია 0.90
186 ისლანდია 0.89
187 ბარბადოსი 0.87
188 შვეიცარია 0.87
189 ვანუატუ 0.84
190 ნორვეგია 0.83

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები