მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო სომხეთს პირველ ეტაპზე სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

5ee1d9660946e
ინგა მურუსიძე
11.06.20 11:07
1390
საქართველო სომხეთს სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალით დაეხმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, პირადად ის და მთავრობის ყველა წარმომადგენელი კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე არიან, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია საქართველოს მეზობელი სახელმწიფოსთვის.

„მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მდგომარეობა საკმაოდ დაიძაბა. პირადად მე ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ სომხეთის პრემიერთან და უკვე მოვახდინეთ იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ მეზობლებს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დავალება იმისთვის, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია მეზობელ სომხეთს გაუწიოს. პირველ რიგში ეს ალბათ იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. ასეთი თხოვნა გამოიკვეთა კოლეგების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები