მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო წინა ხელისუფლების შეცდომებს იმკის - ზვიად ციკოლია

ციკოლია

სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვეყანაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და Facebook-ის პირად გვერდზე წერს: "წინა ხელისუფლებების შეცდომებს იმკის საქართველო".

ზვიად ციკოლია, რომელმაც საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის შემდეგ საათების და სხვა აქსესუარებისა თუ სუნამოებს საკუთარი ბრენდი შექმნა, ინსტიტუციების რეფორმირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც სახელმწიფო ინტერესები, პარტიულზე მაღლა იქნება.

"იმედია შემდეგნი გაითვალისწინებენ და შესაბამის რეფორმებს ინსტიტუტების მიმართ სწორად განახორციელებენ, არა პირადი ან პარტიული ინტერესებით, არამედ სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით. თუნდაც არაპოპულარული ნაბიჯებით, მაგრამ სახელმწიფოს და მომავალი თაობების სასარგებლოდ. მხოლოდ ეგეთები ახსოვს ისტორიას" - წერს ზვიად ციკოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები