მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო უნაღდო ეკონომიკაზე გადადის - ონლაინ და საბარათე გადახდები რეკორდულად იზრდება

ბანკი საკრედიტო ბარათი

საქართველოში უნაღდო ოპერაციების რაოდენობა რეკორდული ტემპებით იზრდება. 2023 წლის ივლისში ქართული საბანკო ბარათებით სულ 2.2 მილიარდი ლარის ასეთი 61 მილიონი ოპერაცია შესრულდა, ხოლო ამ გადახდების მოცულობა 2.2 მილიარდი ლარი იყო. ამ ოპერაციების ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით არის გაზრდილი. ბოლო ოთხ წელში კი უნაღდო ოპერაციების მოცულობა გაოთხმაგებულია.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობა უფრო ფართოდ იყენებს საბანკო ბარათებს ყოველდღიური გადახდებისთვის. ამაზე მეტყველებს ერთი საშუალო ქვითრის მოცულობაც, რომელსაც შემცირების ტენდენცია აქვს.

იზრდება პოს-ტერმინალებით გადახდის წერტილების რაოდენობაც. ქვეყნის მასშტაბით სულ 98 ათას პუნქტზე არის ელექტრონულად გადახდა შესაძლებელი, რაც წინა წელთან შედარებით 12 ათასი ტერმინალით მეტია.

ამასთან ერთად, იკლებს ქვეყანაში არსებული ბანკომატების რაოდენობაც. თუკი 2022 წლის ივლისში ქვეყანაში 2,900 ბანკომატი იყო, წელს 2,800 ბანკომატი ფუნქციონირებდა. სებ-ის თანახმად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქართული ბარათებიდან სულ 3.75 მილიარდი ლარი განაღდდა, რაც იმას ნიშნავს რომ ბანკომატიდან საშუალოდ 397 ლარი გამოაქვთ.

ამასთან, ბანკომატიდან განაღდებული თანხის მოცულობის ზრდის ტემპი ელექტრონულ გადახდებთან შედარებით დაბალია და მხოლოდ 9%-ს შეადგენს. 

ამასთან, მაღალია მოთხოვნა ქაღალდის ფულზეც და ივლისის მდგომარეობით მიმოქცევაში სულ 5.5 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია. 

regulations
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები