მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად - ახალი მინისტრი

6418364e41fc3
ინგა მურუსიძე
20.03.23 14:54
586
საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების ახლადდანიშნულმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გასულ წლებში მიღწეულმა შედეგებმა უკვე მოგვცა შესაძლებლობა, რომ აქტიურად ვიმუშაოთ, საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად, მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და პირდაპირ ინვესტიციას განათლებაში“, - განაცხადა ამილახვარმა.

ის გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში ჯერ პრემიერს, ხოლო მოგვიანებით საზოგადოებას, დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა გააცნოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები