მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო UNWTO-ს მეხუთე ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს

6138771c3b3f8
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.21 19:15
602
საქართველო პორტუგალიაში გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით დაგეგმილ რიგით მეხუთე ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციაში მონაწილებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია 8-10 სექტემბერს პორტუგალიის ქალაქ ალენტეხოში იმართება და მას გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახსნის. კონფერენციაზე ღვინის ტურიზმის მნიშვნელობა, კოვიდ პანდემიის პირობებში უსაფრთხო ტურიზმის აღდგენა და გლობალური გამოწვევები იქნება განხილული.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს დელეგაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილი მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს.

თ მონაწილეობს, რომელშიც ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაულიც არიან.

„კონფერენციის ფარგლებში, მაღალი დონის მინისტერიალი გაიმართება, რომელზეც მსოფლიოში ღვინის ტურიზმის წამყანი ქვეყნების - ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა. დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის წევრების მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია 2016 წელს საქართველოში, კახეთში გაიმართა, რომლის ფარგლებში ღვინის ტურიზმის დეკლარაცია იქნა მიღებული.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები