საქართველო ყველაზე მეტ ფულად გზავნილს აშშ-დან იღებს. 2025 წლის მაისში აშშ-დან გზავნილების სახით 59 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც ამ ქვეყნიდან გზავნილების რეკორდული მაჩვენებელია და წინა წელთან შედარებით ის 25%-ით არის გაზრდილი, ხოლო ორი წლის წინანდელთან, ანუ 2023 წლის მაისთან შედარებით კი აშშ-დან გზავნილები 53%-ით არის გაზრდილი.
მთლიანობაში მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.42 მლნ აშშ დოლარი (870.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6%-ით (33.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის თანახმად, გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს 59 მილიონი დოლარით, საიდანაც გზავნილები წლიურად 25%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა იტალია 53 მილიონი დოლარით, საიდანაც გზავნილების მოცულობა 10%-ით გაიზარდა, მესამეზე კი რუსეთის ფედერაცია 44 მილიონი დოლარით, საიდანაც ფულადი გზავნილების მოცულობა 9%-ით არის შემცირებული.
ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით 2025 წლის მაისში:
| # | ქვეყანა | ფულადი გზავნილების მოცულობა | ზრდა კლება |
| 1 | აშშ | 59 მილიონი დოლარი; | 25% |
| 2 | იტალია | 53 მილიონი დოლარი; | 10% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | 44 მილიონი დოლარი; | -9% |
| 4 | გერმანია | 27 მილიონი დოლარი; | 26% |
| 5 | საბერძნეთი | 25 მილიონი დოლარი; | 14% |
| 6 | ისრაელი | 24 მილიონი დოლარი; | 9% |
| 7 | თურქეთი | 9 მილიონი დოლარი; | 8% |
| 8 | ესპანეთი | 8 მილიონი დოლარი; | 43% |
| 9 | ყირგიზეთი | 8 მილიონი დოლარი; | 71% |
| 10 | ყაზახეთი | 7 მილიონი დოლარი. | -41% |




























