29.01.22 13:10
2021 წელს საქართველომ საქონლის ექსპორტით 4.242 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის ექსპორტის მაჩვენებელს 26.9%-ით აღემატება. ამ პერიოდში მინერალურმადა მტკნარმაწყლებმა უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში 3.3%-იანი წილით მერვე ადგილი დაიკავა. შედეგად, გასულ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 141.8 მლნ დოლარის ღირებულების 259078 ტონა მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა. ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 2020 წლის მაჩვენებელს 21.6%-ით აღემატება. (116.5 მლნ დოლარი, 213176 ტონა).
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. ხოლო TOP-10 უმსხვილესი ბაზარი, სადაც წყალს ვყიდით ასეთია:
გარდა ამ ქვეყნებისა მტკნარი და მინერალური წყლების ექსპორტი გერმანიაში, ყირგიზეთში, კანადაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, გაერთიანებულ სამეფოში, სომხეთში, თურქეთში, ვიეტნამში, კვიპროსში, ბულგარეთში, ჩინეთში, მონღოლეთში და საბერძნეთში განხორციელდა. ამ მიმართულებით გატანილი წყლების ღირებულება 1 მლნ დოლარამდე იყო. შედარებით მცირე რაოდენობით მინერალური და მტკნარი წყლები პოლონეთში, კორეაში, ჩეხეთში, ყატარში, ავსტრალიასა, ლატვიასა და სხვა ქვეყნებში გავიდა.
ასევე ნახეთ::