მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე გავაძევეთ - შსს

მიგრაციის დეპარტამენტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

საქართველოდან გაძევებულ იქნა - თურქეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუმინეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ირანისა და რუსეთის - ჯამში 15 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შსს-მ კიდევ ერთი პრესრელიზი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ბოლო პერიოდში 12 ქვეყნის კიდევ 33 მოქალაქე გააძევა საქართველოდან.

მიმდინარე წლის იანვარში 37 უცხოელი გააძევეს, თებერვალში - 85, მარტში - 97.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში უკანონო შრომითი მიგრაცია სერიოზული გამოწვევაა და მასთან საბრძოლველად "გაბედული ნაბიჯები" დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები