2026 წელს საქართველოდან ჩაის ექსპორტმა იკლო. ქვეყანამ 6 თვეში 1.4 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 734 ტონა არომატიზებული ან არაარომატიზებული ჩაი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლის ჭრილში მოცულობაში 3%-იან, ხოლო ღირებულებაში 12%-იანი კლებაა. ოფიციალური მონაცემები მიანიშნებს, რომ საექსპორტო ფასი შემცირებულია.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის წილი ჩაის მოცულობაში 81%-ია (595) ტონა, დანარჩენი კი რეექსპორტს წარმოადგენს.
საქართველო ყველაზე მეტი მოცულობის ჩაის მონღოლეთში ყიდის, თუმცა ექსპორტიდან ყველაზე მეტი შემოსავალი თურქეთიდან ფიქსირდება. 6 თვეში ჩაის მთავარი საექსპორტო ბაზრები ასეთია:
-
მონღოლეთი: 247 ტონა (229 ათასი $)
-
ყაზახეთი: 180 ტონა (108 ათასი $)
-
თურქეთი: 136 ტონა (597 ათასი $)
-
რუსეთი: 51 ტონა (44 ათასი $)
-
სომხეთი: 47 ტონა (87 ათასი $)
-
თურქმენეთი: 39 ტონა (71 ათასი $)
-
უკრაინა: 18 ტონა (29 ათასი $)
-
უზბეკეთი: 6 ტონა (85 ათასი $)
-
ლიეტუვა: 5 ტონა (46 ათასი $)
-
გერმანია: 2 ტონა (40 ათასი $)
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ჩაის ექსპორტი მზარდია, თუმცა მკვეთრად ჩამორჩება იმ რეკორდულ მაჩვენებელს რაც 2020-21 წლებში იყო [2300-2400 ტონის და 4.7-5.2 მლნ დოლარის შუალედში].
საქართველოდან ჩაის ექსპორტის წლების მიხედვით ასეთია:
-
2016 წელი: 1.6 მლნ აშშ დოლარი | 1 567 ტონა
-
2017 წელი: 2.4 მლნ აშშ დოლარი | 2 270 ტონა
-
2018 წელი: 3.6 მლნ აშშ დოლარი | 2 058 ტონა
-
2019 წელი: 4.4 მლნ აშშ დოლარი | 2 099 ტონა
-
2020 წელი: 5.2 მლნ აშშ დოლარი | 2 374 ტონა
-
2021 წელი: 4.7 მლნ აშშ დოლარი | 2 440 ტონა
-
2022 წელი: 4.4 მლნ აშშ დოლარი | 2 229 ტონა
-
2023 წელი: 2.2 მლნ აშშ დოლარი | 1 522 ტონა
-
2024 წელი: 2.9 მლნ აშშ დოლარი | 1 690 ტონა
-
2025 წელი: 3.9 მლნ აშშ დოლარი | 1 791 ტონა
-
2026 წელი (იანვარი-ივნისი): 1.4 მლნ აშშ დოლარი | 734 ტონა



























