მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ექსპორტზე $100.2 მილიონის მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა - სად ვყიდით?

ბორჯომი

მიმდინარე წელს საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაეზარდა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 100.2 მილიონი აშშ დოლარის 152 252 386 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა. 7 თვეში მიღებული შემოსავალი 3.5%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის 96.9 მლნ აშშ დოლარს, ხოლო ლიტრებში გამოხატული ექსპორტი უმნიშვნელოდ გაიზარდა - გასულ წელს 152 099 354 ლიტრი იყო. ეს კი მიანიშნებს, რომ ექსპორტი შედარებით გაძვირებულია.

რაც შეეხება ძირითად საექსპორტო ბაზრებს, მთლიანი ექსპორტის მოცულობის ნახევარზე მეტი რუსეთზე მოდის.

TOP 5 მიმართულება ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - $45.7 მლნ, 84 518 488 ლიტრი;
  2. ყაზახეთი - $17.1 მლნ, 20 619 586 ლიტრი;
  3. უკრაინა - $11.8 მლნ, 14 807 136 ლიტრი;
  4. უზბეკეთი - $6.4 მლნ, 7 217 287 ლიტრი;
  5. ლიეტუვა - $4.7 მლნ, 6 517 031 ლიტრი.

ასევე, 1 მილიონ დოლარს აჭარბებდა ექსპორტი: გერმანიაში, მოლდოვაში, ყირგიზეთში, ბელარუსში, ისრაელში, ლატვიაში, აშშ-სა და აზერბაიჯანში.

ცნობისთვის, IDS ბორჯომი საქართველომ, რომელიც მინერალური და მტკნარი წყლების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია, დღეს, ახალი ჩამომსხმელი ქარხანა გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები