მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყვიბისში "ბორჯომის" ახალი ქარხანა გაიხსნა - ინვესტიცია $120 მილიონია

ბორჯომი

IDS ბორჯომი საქართველო, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ ჩამომსხმელ ქარხანას ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბორჯომის ახალი ქარხანა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდა. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდი საწარმოა ჩამომსხმელ სექტორში.

ბორჯომის ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი ქარხნის გახსნისთვის განხორციელებული ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დარგის ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა.

პრემიერის თქმით, ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი - მილიარდს მიაღწევს.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთბორჯომისმინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დაწყებას. სულ რაღაც ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოების შედეგად, აქ, ყვიბისში, 48 000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა. მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი - მილიარდს მიაღწევს.

ამ პროექტისთვის გაღებული $120-მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულა”, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ბორჯომისაქართველოს სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში.

ბორჯომიარა მხოლოდ ისტორიულად პირველი, დარგის ლიდერი მინერალური წყლის კომპანიაა საქართველოში, იგი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში. აქ, ამ საწარმოში, „ბორჯომის“ 135-წლიანი ისტორია ხვდება მომავლის ტექნოლოგიებს და წარმოების თანამედროვე ევროპულ კულტურას; ქარხანა აგებულია ენერგოეფექტური მასალებით, ხოლო წარმოების თითოეული ეტაპი უმაღლეს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამება. ეს არის ხიდი ჩვენს უნიკალურ მემკვიდრეობასა და პასუხისმგებლიან, მდგრად მომავალს შორის.

მისასალმებელია, რომ კომპანია მიღწეულზე არ ჩერდება და მომხმარებელს სთავაზობს ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს, როგორიცააბორჯომისლიმონათი თუ წყლის ახალი ხაზები. ეს, ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ხელს უწყობს კომპანიის ამბიციური სტრატეგიული ხედვის განხორციელებას - დაიმკვიდროს თავი ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზეც.

ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია პროექტის სოციალური ეფექტი. 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და, ამავდროულად, კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები