მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 40%-ით გაიზარდა|სად ვყიდით?

 ხილისა და ბოსტნეულის წვენები

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე 13.4 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის ღირებულებამ 20.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

8 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 40%-ით (3.8 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 35%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში, ექსპორტი 47 ქვეყანაში განხორციელდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია:

  1. აშშ: 5.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ღირებულების 25%) | 3 356.6 ტონა
  2. ავსტრალია: 3.2 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ღირებულების 14%) | 2 599.8 ტონა
  3. რუსეთი: 3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ღირებულების 13%) | 1 695.8 ტონა
  4. გერმანია: 2.1 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ღირებულების 10%) | 1 211.6 ტონა
  5. ისრაელი: 1.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ღირებულების 7%) | 994.3 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები