მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 44%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

 ხილისა და ბოსტნეულის წვენები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 15.3 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, 23.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 44%-ით (4.6 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 41%-ით (6.9 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

2026 წლის 9 თვეში წვენების ექსპორტი 48 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ (25%), ავსტრალია (20%), რუსეთი (13%), გერმანია (8%) და ისრაელი (8%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები