მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი გაოთხმაგდა - პროდუქტი EU-ს გარდა თურქეთშიც გადის

ლოკოკინა ნახევარფაბრიკატი

საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 873 830 აშშ დოლარის 171 ტონა ლოკოკინა გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ღირებულებით 137%-ით, ხოლო რაოდენობრივად 321%-ით აჭარბებს.

ამასთან, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი და ქართული ლოკოკინა უკვე სამ ქვეყანაში იყიდება. გასულ ორ წელში ლოკოკინა მხოლოდ იტალიასა და საფრანგეთში გადიოდა, წელს კი მათ თურქეთიც დაემატა.

მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ლოკოკინა ახალ ბაზარზე, თურქეთში გაიყიდა, თუმცა ყველაზე მაღალი საექსპორტო შემოსავალი საფრანგეთიდან მივიღეთ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საფრანგეთსა და იტალიაში ლოკოკინა ბევრად მაღალ ფასად გადის, ვიდრე თურქეთში.

უფრო დეტალურად, 7 თვეში ლოკოკინას ექსპორტი ასეთია:

  • თურქეთი - 88 ტონა/109 530 დოლარი;
  • საფრანგეთი - 79 ტონა/748 970 დოლარი;
  • იტალია - 4 ტონა/15 330 დოლარი.

საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 2022 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 2021 წელს პროდუქტისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. 2022 წელს 263 520 დოლარის ღირებულების 44 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე, ხოლო 2023 წელს 1.3 მილიონი დოლარის ღირებულების - 151 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები