მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ნავთობის რეექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - რა ქვეყნებში გადის საწვავი

კალონკა

2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან უცხოეთში 24 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავის ექსპორტი განხორციელდა, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით მეტია. სულ საქართველოდან ექსპორტირებული საწვავის მოცულობა 40 ათას ტონას შეადგენდა.

საქსტატის თანახმად, საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობით საწვავის რეექსპორტი ნიდერლანდების, საბერძნეთისა და სომხეთის მიმართულებით ხორციელდება.

საქართველოდან ნავთობის ექსპორტი 2024 წლის პირველ 4 თვეში ასე ნაწილდება:

  1. ნიდერლანდები - 5.7 მილიონი დოლარი,12.5 ათასი ტონა;
  2. სომხეთი - 5.4 მილიონი დოლარი, 4.5 ათასი ტონა;
  3. საბერძნეთი - 4.5 მილიონი დოლარი, 12.7 ათასი ტონა;
  4. აზერბაიჯანი - 2.7 მილიონი დოლარი, 2.2 ათასი ტონა;
  5. თურქეთი - 1.4 მილიონი დოლარი, 2.7 ათასი ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ 422 მილიონი დოლარის ღირებულების 494 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც თანხობრივად 32%-ით და რაოდენობრივად 22%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, თუ 2023 წელს ნავთობის იმპორტში რუსეთზე 67% მოდიოდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა. ეს შემცირება რუსეთის მიერ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებთან არის დაკავშირებული.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები