მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან რუსეთში გაზიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა

ლიმონათი გაზიანი სასმელები

2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში გაზიანი შაქრიანი სასმელების ექსპორტი 5 მილიონი დოლარით შემცირდა და $28 მილიონი დოლარი შეადგინა. მთლიანობაში გაზიანი შაქრიანი სასმელების ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა 58.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.6%-ით ნაკლებია.

საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, რომელიც საქართველოში წარმოებული გაზიანი სასმელების ექსპორტის ნახევარს ყიდულობს. მეორე პოზიციას იკავებს აზერბაიჯანი 8 მილიონი დოლარით, მესამეს კი ყაზახეთი 6.6 მილიონი დოლარით.

2024 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით გაზიანი სასმელების 5 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა და ექსპორტის ცვლილება წინა წელთან შედარებით ასე ნაწილდება:

1) რუსეთის ფედერაცია - 28 მილიონი დოლარი, 32.4 ათასი ტონა, კლება 15%;
2) აზერბაიჯანი - 8 მილიონი დოლარი, 8.9 ათასი ტონა, ზრდა 12%;
3) ყაზახეთი - 6.6 მილიონი დოლარი, 7.2 ათასი ტონა, ზრდა 7%;
4) სომხეთი - 5 მილიონი დოლარი, 6.6 ათასი ტონა, კლება 19%;
5) უზბეკეთი - 3 მილიონი დოლარი, 3.1 ათასი ტონა, ზრდა 152%.

რაც შეეხება საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს, მისი მოცულობა 23%-ით, 80.7 მილიონ დოლარამდე (103 ათას ტონამდე) გაიზარდა. ექსპორტის ნახევარზე მეტი, $40.8 მილიონი დოლარის მინერალური და მტკნარი წყლები რუსეთში გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები