მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან სანელებლების ექსპორტი განახევრდა - სად ვყიდით?

სანელებელი

საქართველოში სანელებლების ექსპორტი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, წელს 3 თვეში საქართველომ $6,9 მლნ-ის ღირებულების 1,585 ტონა სანელებელი გაყიდა. მაშინ, როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 3,045 ტონა სანელებელი ჰქონდა გაყიდული, საიდანაც $11,4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.

გამოდის, საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სანელებლების ექსპორტი დაახლოებით 47.9%-ით შეუმცირდა.

ქვეყნისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ჩინეთია, რომლის წილიც მთლიან სანელებლების ექსპორტში 66.5%-ია. ქვეყანამ წელს ჩინეთში 1,055 ტონა გაყიდა, რაშიც $4,5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. თუმცა, გასულ წელს, ამავე პერიოდში ჩინეთში $9,2 მლნ-ის 2,438 ტონა სანელებელი ჰქონდა გაყიდული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ბაზარზე საქართველოს ექსპორტი 56.7%-ით შემცირდა.

საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია (2025/3 თვე):

  • ჩინეთი - $ 4,5 მლნ, 1,055 ტონა;
  • რუსეთი - $1,7 მლნ, 312 ტონა;
  • უკრაინა - $285 ათასი, 72 ტონა;
  • სომხეთი - $54 ათასი, 42 ტონა;
  • უზბეკეთი -$29 ათასი, 38 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, პირველ 3 თვეში საქართველომ 367 ტონა სანელებელი შეიძინა, რაშიც $892 ათასი გადაიხადა. ამავდროულად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში $1,1 მლნ-ის ღირებულების 931 ტონა სანელებელი ჰქონდა შეძენილი. საქსტატის მონაცემებით დგინდება, რომ საქართველოს სანელებლების იმპორტი 60.5%-ით შეუმცირდა.

ქვეყნისთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, სადაც წელს, 3 თვეში საქართველომ 109 ტონა სანელებელი შეიძინა, რაშიც $279 ათასი გადაიხადა. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას $736 ათასის 754 ტონა ჰქონდა შეძენილი. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ბაზარზე საქართველოში სანელებლების იმპორტი 85,5%-ით შეუმცირდა.

საქართველოს მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია (2025/3თვე):

  • თურქეთი - $279 ათასი, 109 ტონა;
  • სირია - $170 ათასი, 89 ტონა;
  • ნიდერლანდები - $124 ათასი, 51 ტონა;
  • ჩინეთი - $178 ათასი, 45 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $46 ათასი, 22 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები