მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან საზამთროს ექსპორტი 90%-ზე მეტად შემცირდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

საზამთრო

მიმდინარე წელს საქართველოდან საზამთროს ექსპორტმა მკვეთრად იკლო, იმპორტი კი თითქმის გასული წლის დონეზეა.

საქსტატის 6 თვის მონაცემებით, 33.6 ათასი დოლარის 67.4 ტონა პროდუქტი გავიდა ექსპორტზე. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღირებულება 88%-ით, ხოლო მოცულობა 91%-ით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ მკვეთრი კლება სომხეთის მიმართულებით ფიქსირდება, სადაც გასული წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 221.3 ათასი დოლარის 638.3 ტონა საზამთრო იყო. ამასთან, საექსპორტო ბაზრებში აღარაა რუმინეთი, სადაც ამავე პერიოდში 14.6 ათასი დოლარის (21.3 ტონა) საზამთრო გავიდა. საპირისპიროდ, აღსანიშნავია, რომ უკრაინა, სადაც წელს ყველაზე მეტი ექსპორტი ფიქსირდება, გასულ წელს ჩამონათვალში არ იყო.

2026 წლის იანვარ-ივნისში საზამთროს საექსპორტო ბაზრები:

  • უკრაინა - $12.6 ათასი/39.1 ტონა
  • რუსეთი - $13.7 ათასი/22.9 ტონა
  • სომხეთი - $7.3 ათასი/5.4 ტონა

წელს საზამთროს იმპორტი უმნიშვნელოდ გაიზარდა და 2.9 მლნ დოლარის 9 567.5 ტონა შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში კი მაჩვენებელი 2.89 მლნ დოლარი და 9 560.6 ტონა. ბაზრები ასე გამოიყურება:

  • ირანი - $1.5 მლნ / 4 823.5 ტონა
  • თურქეთი - $1.3 მლნ / 4 335.6 ტონა
  • უზბეკეთი - $68.4 ათასი / 228 ტონა
  • აზერბაიჯანი - $53.1 ათასი / 166.4 ტონა
  • ნიდერლანდები - $21.3 ათასი / 14 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები