მიმდინარე წელს საქართველოში საზამთროს იმპორტი თითქმის გასული წლის დონეზეა, მთავარი მომწოდებელი კი ირანია.
კერძოდ, წლის პირველ ნახევარში საზამთროს იმპორტი უმნიშვნელოდ გაიზარდა და 2.9 მლნ დოლარის 9 567.5 ტონა შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში კი მაჩვენებელი 2.89 მლნ დოლარი და 9 560.6 ტონა. ბაზრები ასე გამოიყურება:
- ირანი - $1.5 მლნ / 4 823.5 ტონა
- თურქეთი - $1.3 მლნ / 4 335.6 ტონა
- უზბეკეთი - $68.4 ათასი / 228 ტონა
- აზერბაიჯანი - $53.1 ათასი / 166.4 ტონა
- ნიდერლანდები - $21.3 ათასი / 14 ტონა
რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის 6 თვის მონაცემებით, 33.6 ათასი დოლარის 67.4 ტონა პროდუქტი გავიდა ექსპორტზე. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღირებულება 88%-ით, ხოლო მოცულობა 91%-ით არის შემცირებული.




























