მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ცოცხალი ღორების ექსპორტი წელს ნულოვანია, იმპორტი კი - გაიზარდა | ერთადერთი საიმპორტო ბაზარი რუსეთია

ცოცხალი ღორები

საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი გაიზარდა, თუმცა ექსპორტი სრულად განულდა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ცოცხალი ღორების შესაძენად $25.1 მილიონი დახარჯა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია.

ამასთან, იმპორტირებული ცოცხალი ღორების მოცულობაც გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 14 330 ტონა ცოცხალი ღორი შემოვიდა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-ივნისში იმპორტის მოცულობა 10 812 ტონა იყო. შესაბამისად, რაოდენობრივი ზრდა 32.5%-ს შეადგენს.

ამ პერიოდში საქართველოსთვის ცოცხალი ღორების ერთადერთი საიმპორტო ბაზარი რუსეთი იყო. საგულისხმოა, რომ რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტის ზრდის ტენდენცია ბოლო წლებში უკვე არაერთხელ დაფიქსირდა.

განსხვავებული სურათია ექსპორტის მიმართულებით. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ცოცხალი ღორების ექსპორტი ნულოვანია, მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში ქვეყნიდან დაახლოებით $159.4 ათასის ცოცხალი ღორი გავიდა. გასულ წელს ჯამურად კი ცოცხალი ღორების ექსპორტმა $362.9 ათასი შეადგინა. გასულ წელს ერთადერთი საექსპორტო ბაზარი ამ კუთხით სომხეთი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები