მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

თვითმფრინავი

საქართველოდან საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, წელს 5 თვეში ადგილობრივი ექსპორტით 3.719 მლნ დოლარის საფრენი აპარატების ნაწილები გავიდა საექსპორტო ბაზრებზე, რაც უკვე აღემატება 2023 წლის ჯამურ მონაცემს, რაც $3.69 მლნ-ს შეადგენდა. 2023 წლის 5 თვეში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.265 მლნ დოლარი იყო.

საქართველოში დამზადებული საფრენი აპარატების ნაწილები ძირითადად აშშ-ში გაიყიდა. ოკეანეს გაღმა 1.82 მლნ დოლარის საფრენი აპარატის ნაწილების მიწოდება მოხდა. საექსპორტო ბაზრებს შორის იყო 980 ათასი დოლარით ისრაელი და 23 ათასი დოლარით უგანდა.

ბოლო წლებში საქართველოში დამზადებული საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტი მზარდია. 2024 წლის 5 თვეში ეს მაჩვენებელი 2,83 მლნ დოლარი იყო, 2023 წელს $2.799 მლნ, 2022 წელს კი, $1.05 მლნ.

მთლიანობაში, რეექსპორტის ჩათვლით, საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტმა 2024 წლის 5 თვეში 3.69 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წელს ჯამში 3,72 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გატანილი საერთაშორისო ბაზრებზე, 2022 წელს $3,86 მლნ.

საქართველოში თვითმფრინავების კომპოზიტურ ნაწილებს აწარმოებს კომპანია “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)” . ამ ნაწილების უდიდესი ნაწილი Boeing-სთვის არის განკუთვნილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები