მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან წელს $4 მლნ-ის შაქარი გაიყიდა - ექსპორტ/იმპორტის სტატისტიკა

639b22fc0876b
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.22 17:34
702
მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან შაქრის შესაძენად 69.8 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად ქვეყანაში 119 423 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შაქრის იმპორტი გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს როგორც მოცულობით (9%), ასევე ღირებულებით (28.4%) აღემატება.

ამ პერიოდში 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების შაქარი ქვეყანაში მხოლოდ 8 საიმპორტო ბაზრიდან შემოვიდა, რომელთა შორის ლიდერი ბრაზილია იყო.

TOP-საიმპორტო ბაზრების რეიტინგი კი ასეთია:

1. ბრაზილია - 36.5 მლნ დოლარი, 67 304 ტონა;
2. პოლონეთი - 11.8 მლნ დოლარი, 17 767 ტონა;
3. აზერბაიჯანი - 7.1 მლნ დოლარი, 10 702 ტონა;
4. მექსიკა - 6 მლნ დოლარი, 11 500 ტონა;
5. საფრანგეთი - 3 მლნ დოლარი, 3 940 ტონა;
6. ეგვიპტე - 1.6 მლნ დოლარი, 2 349 ტონა;
7. ნიდერლანდები - 1.4 მლნ დოლარი, 2 064 ტონა;
8. თურქეთი - 1,3 მლნ დოლარი, 2 516 ტონა;

მცირე მოცულობით შაქრის იმპორტი კოლუმბიიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან, იტალია, უკრაინა, რუსეთიდან, ესპანეთიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან და ისრაელიდან განხორციელდა.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს ქვეყნიდან 3.8 მლნ დოლარის ღირებულების 7 182 ტონა შაქარი გავიდა ექსპორტზე, რომლის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი წარმოების იყო (3.7 მლნ დოლარი, 7 101 ტონა).

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის შემდეგ საქართველოდან ამ მოცულობით ექსპორტი არ განხორციელებულა. მიმდინარე წლის 10 თვეში კი ექსპორტი თითქმის 2017 წლის ამავე პერიოდის (3.9 მლნ დოლარი, 7 623 ტონა) მონაცემების ანალოგიურია. სტატისტიკის მიხედვით 2017 წლის შემდეგ შაქრის ექსპორტი ან მინიმალური იყო ან საერთოდ არ გვქონდა.

ძირითადი საექსპორტო ბაზარი კი აზერბაიჯანი (3.7 მლნ დოლარი, 7 028 ტონა) და სომხეთი (54 ათასი დოლარი, 73 ტონა) იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები