მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 10 თვეში $8 მლნ-ის ჩაი იყიდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით პროდუქტს?

6399a7969726f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.22 10:00
972
10 თვეში საქართველომ ჩაის ექსპორტით 4 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო და სხვადასხვა ბაზარზე ჯამში 1 791 ტონა არომატიზებული ან არაარომატიზებული ჩაის რეალიზება მოხდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ჩაის იმპორტი მოცულობის მიხედვით 6.3%-ით შემცირდა, ხოლო ღირებულებით 2021 წლის 10 თვის მონაცემის ანალოგიურია. პანდემიურ - 2020 წელთან შედარებით კი შემცირებულია (4.2 მლნ დოლარი, 1 925 ტონა).

ექსპორტის ძირითადი ნაწილი - (3.5 მლნ დოლარი, 1 529 ტონა) ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, ხოლო დანარჩენი რეექსპორტია.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ჩაის მთავარი საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის მეზობელი ქვეყანა - აზერბაიჯანი იყო. TOP-5 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. აზერბაიჯანი - 1.8 მლნ დოლარი, 236 ტონა;
2. უკრაინა - 629 ათასი დოლარი, 316 ტონა;
3. მონღოლეთი - 313 ათასი დოლარი, 501 ტონა;
4. თურქეთი - 220 ათასი დოლარი, 65 ტონა;
5. ბელარუსი - 217 ათასი დოლარი, 119 ტონა;

ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მცირე მოცულობით ჩაის რეალიზება ყაზახეთში, გერმანიაში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ჩეხეთში, ესტონეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში შეძლო.

განსხვავებული მდგომარეობაა ჩაის იმპორტის მხრივ. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან 2 180 ტონა ჩაის შესაძენად 8 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს აღემატება (7.2 მლნ დოლარი, 1 942 ტონა). ამ შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი და რუსეთი არიან. ჩაის TOP-5 საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

1. აზერბაიჯანი - 4.1 მლნ დოლარი, 572 ტონა;
2. რუსეთი - 1.7 მლნ დოლარი, 249 ტონა;
3. შრი-ლანკა - 799 ათასი დოლარი, 96 ტონა;
4. ირანი - 352 ათასი დოლარი, 291 ტონა;
5. თურქეთი - 300 ათასი დოლარი, 920 ტონა;

ამ ქვეყნების გარდა ჩაი არაბთან გაერთიანებული საამიროებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები