მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 11 თვეში 7000 ტონაზე მეტი რძე და ნაღები უცხოეთიდან შემოიტანა

63b9825768b77
ვიქტორია მღებრიშვილი
07.01.23 19:40
1454
2022 წლის 11 თვეში საქართველოდან 7 289 ტონა რძისა და ნაღების შესაძენად 9.4 მლნ დოლარი გავიდა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ნოემბერში რძის საიმპორტო ღირებულება 24.6%-ით, ხოლო მოცულობა 7.8%-ით გაიზარდა.

რძის მთავარი საიმპორტო ბაზარი ამ პერიოდში რუსეთი იყო. TOP-5 ბაზრის რეიტინგი კი ასეთია:

1. რუსეთი - 2.9 მლნ დოლარი, 2 461 ტონა;
2. საფრანგეთი - 1.5 მლნ დოლარი, 448 ტონა;
3. ირანი - 1.2 მლნ დოლარი, 665 ტონა;
4. პოლონეთი - 1.1 მლნ დოლარი, 944 ტონა;
5. თურქეთი - 869 ათასი დოლარი, 1 047 ტონა;

გარდა ამ ქვეყნებისა საანგარიშო პერიოდში რძის იმპორტი უკრაინიდან, იტალიიდან, ყირგიზეთიდან, ბელარუსიდან და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შესქელებული რძის იმპორტი შეუსქელებელი რძის ღირებულებას და მოცულობებს აღემატებოდა. ჯამში 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 30.2 მლნ დოლარის ღირებულების შესქელებული ან შაქრის დამატებით რძე და ნაღები შემოვიდა, რაც გასული წლის იმპორტს 62%-ით აღემატება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჯამში ქვეყანაში 10 161 ტონა შესქელებული რძე და ნაღების იმპორტი განხორციელდა.

ამ შემთხვევაში პროდუქტის მთავარი საიმპორტო ბაზარი ბელარუსია, TOP-5 ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. ბელარუსი - 11.7 მლნ დოლარი, 3 629 ტონა;
2. ირანი - 8.8 მლნ დოლარი, 3 302 ტონა;
3. უკრაინა - 3.3 მლნ დოლარი, 1 173 ტონა;
4. ნიდერლანდები - 3 მლნ დოლარი, 813 ტონა;
5. გერმანია - 1.1 მლნ დოლარი, 386 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები