მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ 11 თვეში თხილის ექსპორტით $106.5 მლნ მიიღო - TOP-ბაზრები

61cabeb811858
ვიქტორია მღებრიშვილი
02.01.22 00:00
2513
საქართველომ 11 თვეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 132 ტონა თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტით 106.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საექსპორტო მოცულობები - 47.7%-ით, ხოლო ღირებულება 30.7%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან თხილის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც 11 თვეში ქვეყანამ 25 561 ტონა თხილის ექსპორტით 168.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

2021 წელს ექსპორტირებული თხილის ძირითადი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში გავიდა. ამ მიმართულებით 11 თვეში 71.4 მლნ დოლარის ღირებულების 14 342 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება თხილის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს, 2021 წლის 11 თვეში TOP-10 საექსპორტო ქვეყანა ასე გამოიყურება:

1. იტალია - 26.6 მლნ დოლარი, 6 815 ტონა;
2. გერმანია - 23.7 მლნ დოლარი, 4 059 ტონა;
3. სომხეთი - 6.8 მლნ დოლარი, 1 595 ტონა;
4. რუსეთი - 5.3 მლნ დოლარი, 1 147 ტონა;
5. ესპანეთი - 4.2 მლნ დოლარი, 696 ტონა;
6. ჩეხეთი - 4 მლნ დოლარი, 691 ტონა;
7. ლიეტუვა - 3.7 მლნ დოლარი, 587 ტონა;
8. საუდის არაბეთი - 3.5 მლნ დოლარი, 535 ტონა;
9. ბელარუსი - 3.4 მლნ დოლარი, 589 ტონა;
10. საფრანგეთი - 2.8 მლნ დოლარი, 452 ტონა.

გარდა ამისა, თხილის ექსპორტი პოლონეთში, ჩინეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში, შვეიცარიაში, კანადაში, ბულგარეთში, მექსიკასა და ალჟირში ხორციელდება. ამ მიმართულებით რეალიზებული თხილის ღირებულება 1 მლნ დოლარზე ნაკლები არ იყო. მცირე მოცულობით თხილი ლატვიაში, აზერბაიჯანში, არგენტინაში, ყაზახეთში, საბერძნეთში, ესტონეთში, ერაყში, ბელგიაში, სლოვაკეთში, უზბეკეთში, ხორვატიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრიაში, უნგრეთში მონტენეგროში, ტუნისში, იორდანიაში, ისრაელში, ავსტრალიასა და კოლუმბიაშიც გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები