წელს 6 თვეში თხილის ექსპორტი თითქმის 54%-ით 53 მლნ დოლარამდე გაიზარდა. კერძოდ, წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 52.8 მლნ დოლარის ღირებულების თხილი, მაშინ როცა გასულ წელს ექსპორტირებული თხილის ღირებულება 34.2 მლნ დოლარი იყო.
ქართული თხილისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც წელს თხილის ექსპორტი 30.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
მიმდინარე წლის 6 თვეში Top 10 ქვეყანა თხილის გაყიდვებში:
- ესპანეთი - 9 მლნ დოლარი;
- იტალია - 6.9 მლნ დოლარი;
- საფრანგეთი - 4 მლნ დოლარი;
- გერმანია - 2.7 მლნ დოლარი;
- თურქეთი - 2.6 მლნ დოლარი;
- ისრაელი - 2.3 მლნ დოლარი;
- მაროკო - 2.2 მლნ დოლარი;
- რუსეთი - 2 მლნ დოლარი;
- პოლონეთი - 1.9 მლნ დოლარი;
- საუდის არაბეთი - 1.6 მლნ დოლარი;
რაც შეეხება ფასს, საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ჯამში 7.1 მლნ კილოგრამი თხილია ექსპორტირებული, რაც ნიშნავს, რომ საშუალო ფასი 1 კგ. თხილზე დაახლოებით 7.4 დოლარი იყო. 2024 წლის შესაბამის პერიოდში საშუალო ფასი დაახლოებით 6.6 დოლარი იყო.




























