2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.1 მლნ აშშ დოლარით (11%-ით) გაიზარდა და 53.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობა მოიცავს მიმდინარე წლის თხილის მოსავალსაც. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებული მიმდინარე წლის თხილის მოსავლის ღირებულება 19.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია.
საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი შემდეგია:
- ესპანეთში - $9.7 მლნ;
- იტალიაში - $5.4 მლნ,
- გერმანიაში - $3.8 მლნ;
- საფრანგეთში - $3.2 მლნ;
- პოლონეთში - $2.7 მლნ.
მიმდინარე წელს ექსპორტირებული თხილის 89%-ს გარჩეული თხილი (თხილის გული) შეადგენს და მისი საექსპორტო ფასი დაახლოებით 130%-ით მეტია გაურჩეველი თხილის საექსპორტო ფასზე.