მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ $115 მლნ-ის მედიკამენტები შეიძინა - სამკურნალო საშუალებების TOP-10 იმპორტიორი

6458d34ccbe27
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.23 15:00
688
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 114 მილიონ 817 ათასი დოლარის ღირებულების 2 788 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შეიძინა. ამგვარად სასაქონლო ჯგუფმა ამ პერიოდში მთლიან იმპორტში 3.5%-იანი წილით მეხუთე ადგილი დაიკავა.

სტატისტიკის მიხედვით, დაფასოებული მედიკამენტების იმპორტი იანვარ-მარტში წლიურად 34.6%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ წამლების საიმპორტო მოცულობებში, ამ პერიოდში მცირე 5.7%-იანი კლება ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას დაფასოებული მედიკამენტების იმპორტი გაუძვირდა.

სამკურნალო საშუალებების მთავარი საიმპორტო ბაზარი კი პირველ კვარტალში, ისევე როგორც წინა წლებში, თურქეთი იყო. ამ ქვეყნიდან წამლების იმპორტი გაორმაგებულია.

TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. თურქეთი - 25 მლნ დოლარი, 405 ტონა;
2. შვეიცარია - 14.8 მლნ დოლარი, 23 ტონა;
3. გერმანია - 13 მლნ დოლარი, 153 ტონა;
4. საფრანგეთი - 7.8 მლნ დოლარი, 40 ტონა;
5. რუსეთი - 6.8 მლნ დოლარი, 295 ტონა;
6. უნგრეთი - 6.1 მლნ დოლარი, 82 ტონა;
7. სლოვენია - 4.6 მლნ დოლარი, 65 ტონა;
8. ინდოეთი - 4.5 მლნ დოლარი, 88 ტონა;
9. იტალია - 2.3 მლნ დოლარი, 49 ტონა;
10. ბულგარეთი - 2.2 მლნ დოლარი, 95 ტონა.

BM.GE-მ საქსტატიდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების TOP-10 იმპორტიორი კომპანიის ჩამონათვალი გამოითხოვა. უმსხვილესი იმპორტიორების სია ასეთია: სს გეფა; შპს SmartPharm; შპს ავერსი-ფარმა; შპს ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია; შპს გლობალფარმი; შპს იმპექსფარმი; შპს მერმისი; შპს პსპ ფარმა; შპს სობუს; შპს ფორტრეს ფარმასიუტიკალ თრეიდინგ.

შენიშვნა: იმპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები