მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ $37 მლნ-მდე ღირებულების სარეცხი და საწმენდი საშუალებები იყიდა - იმპორტიორი ქვეყნები

სარეცხი და საწმენდი საშუალებები

წლის პირველ ნახევარში საქართველომ 36 მილიონ 912 ათასი დოლარის ღირებულების 31 749 ტონა სარეცხი და საწმენდი საშუალებები იყიდა. ამ პერიოდისთვის იმპორტი ღირებულებაში წლიურად 7.9%-ით, მოცულობაში კი 10.9% გაიზარდა.

ვაჭრობის ისტორიაში სარეცხი და საწმენდი საშუალებების იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.

საქართველოსთვის ამ დასახელების საქონლის მთავარი მომწოდებელი თურქეთია. იმპორტის სტატისტიკის მიხედვით, სარეცხი საშუალებები უმსხვილეს საიმპორტო საქონლის ჯგუფების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებენ. თურქეთიდან სარეცხი და საწმენდი საშუალებების იმპორტი ამ პერიოდისთვის 19.5%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სარეცხი და საწმენდი საშუალებების TOP-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

  1. თურქეთი - $25.9 მლნ, 24 316 ტონა;
  2. გერმანია - $1.9 მლნ, 699 ტონა;
  3. რუსეთი - $1.7 მლნ, 1 356 ტონა;
  4. უკრაინა - $1.1 მლნ, 1 607 ტონა;
  5. ბულგარეთი - $1 მლნ, 707 ტონა.

გარდა ამისა საქონელს მცირე მოცულობებით ისრაელიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჩინეთიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ვყიდულობთ.

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნიდან სარეცხი და საწმენდი საშუალებების ექსპორტიც ხდება. 2024 წლის პირველ ნახევარში ჯამში 6 მლნ დოლარის ღირებულების 5 026 ტონა საქონელი გავყიდეთ. აქედან ნახევარი ადგილობრივი ექსპორტით, ნახევარი კი რეექსპორტირებულია. 2023 წლის ამავე პერიოდში ექსპორტზე 3 მილიონ 585 ათასი დოლარის 2 988 ტონა სარეცხი საშუალებები გავყიდეთ. საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. სომხეთი - $2.9 მლნ, 1 946 ტონა;
  2. რუსეთი - $2.6 მლნ, 2 694 ტონა;
  3. აზერბაიჯანი - $214 ათასი, 85 ტონა;
  4. უზბეკეთი - $122 ათასი, 268 ტონა;
  5. თურქეთი - $37 ათასი, 17 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები