საქართველოს სატრანზიტო ტრაილერებიდან მიღებული შემოსავალი გაეზარდა. წელს 5 თვეში ქვეყნის გზებით 209,119 სატრანზიტო გადამზიდავმა ისარგებლა. მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გზათსარგებლობის საფასური 73.191 მლნ ლარი იყო. წლიურად ზრდა 4%-ია. მთლიანობაში ქვეყნის გზებით წელს 8,383 -ით მეტმა ტრაილერმა ისარგებლა.
რაც შეეხება უშუალოდ მაისის მონაცემს, ქვეყანაში 46,625 ტრილერმა გაიარა, მათ ბიუჯეტში 16,318,915 ლარი გადაიხადეს. თითო ტრაილერი საქართველოს გზით სარგებლობისთვის 350 ლარს იხდის.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს დერეფანში 519 997 სატვირთო ტრაილერმა გაიარა, გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 181 998 905 ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 42%-იან ზრდას აჩვენებდა.