მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ ძვირფასი ლითონის მადნების გაყიდვით $125.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - ექსპორტი გასამმაგდა

ექსპორტი

იანვარ-თებერვალში საქართველოდან ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 216.8%-ით გაიზარდა და ქვეყანამ 125 მილიონ 623 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი წარმოების ამ დასახელების საქონელმა TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგში, 12.2%-იანი წილით, მეორე ადგილი დაიკავა. რეიტინგში მას მხოლოდ რეექსპორტირებული ავტომობილები უსწრებს.

საქართველოდან ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი მიმდინარე წელს მხოლოდ ჩინეთში განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთში 125 მილიონ 623 ათასი დოლარის ღირებულების 25 902 ტონა გაიყიდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის პირველ 2 თვეში ძვირფასი ლითონის მადნები ჩინეთთან ერთად ბულგარეთშიც გავყიდეთ.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი მცირეა, თუმცა წელს 2 თვეში, გადმოზიდვები 256%-ით $10 მილიონამდე გაიზარდა. ქვეყანაში 832 ტონა საქონელი მხოლოდ სომხეთიდან შემოვიდა. 2025 წლის 2 თვეში მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალში გერმანია მცირე მოცულობებით იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები