საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი აპრილიდან დაიწყო. როგორც ელექტროენერგიის ფაქტობრივი ბალანსიდან ჩანს, ქვეყანამ 166 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია თურქეთში გაიტანა. ჯამში მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოს თითქმის 168 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია აქვს ექსპორტზე გატანილი, საიდანაც ქვეყანამ 12 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
მიმდინარე წლის აპრილში ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი გამოაქვეყნა. ბალანსიდან ჩანს, რომ წელს მთავრობა ელოდება, რომ წელს ელექტროენერგიის ექსპორტი მილიარდ კვტ.სთ-ს გადააჭარბებს, ხოლო ექსპორტი აპრილიდან დაიწყებოდა.
საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, აპრილში ექსპორტის მოცულობა რეალურზე მაღალი 346,2 მლნ კვტს. სთ უნდა ყოფილიყო. 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის (971 მლნ კვტ საათი) 89% თურქეთში, ხოლო 11% სომხეთში გავიდა.