იანვარ-აგვისტოში საქართველომ ღვინის ექსპორტით 169 მილიონ 331 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით აღემატება.
შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 58 697 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინოები გაიყიდა.
ტრადიციულად ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. ამ ქვეყანაზე საქონლის გაყიდვების 66.2% მოდის. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან რუსეთში 112 მილიონ 112 ათასი დოლარის ღირებულების 41 357 ტონა ღვინო გავიდა. ექსპორტი ამ პერიოდში წლიურად 24%-ით გაიზარდა.
ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
- რუსეთი - 112.1 მლნ დოლარი, 41 357 ტონა;
- პოლონეთი - 9.1 მლნ დოლარი, 3 625 ტონა;
- უკრაინა - 8.8 მლნ დოლარი, 3 159 ტონა;
- ჩინეთი - 7.7 მლნ დოლარი, 2 176 ტონა;
- ყაზახეთი - 6 მლნ დოლარი, 1 912 ტონა;
- ბელარუსი - 5.4 მლნ დოლარი, 1 922 ტონა;
- აშშ - 3.4 მლნ დოლარი, 540 ტონა;
- გერმანია - 2.9 მლნ დოლარი, 648 ტონა;
- ლატვია - 2.5 მლნ დოლარი, 754 ტონა;
- ლიეტუვა - 1.4 მლნ დოლარი, 439 ტონა.
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებიდან ღვინის რეალიზება რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსში, გერმანიაში და ლატვიაში გაზრდილია, ხოლო პოლონეთში, ჩინეთში, აშშ-შიმ და ლიეტუვაში შემცირებული.
რაც შეეხება იმპორტს, ღვინის სამშობლოში ამ დასახელების ალკოჰოლური სასმელის იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. წლის პირველი 8 თვის განმავლობაში საქართველოში 3 მილიონ 216 ათასი დოლარის ღირებულების 397 ტონა ღვინო შემოვიდა. მთავარი საიმპორტო ქვეყანა ამ პერიოდისთვის საფრანგეთი იყო. TOP-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
- საფრანგეთი - 1.2 მლნ დოლარი, 64 ტონა;
- იტალია - 939 ათასი დოლარი, 141 ტონა;
- ლიეტუვა - 243 ათასი დოლარი, 12 ტონა;
- ესპანეთი - 239 ათასი დოლარი, 45 ტონა;
- რუსეთი - 160 ათასი დოლარი, 58 ტონა;