მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ საიმედო პარტნიორია “- ამერიკის სავაჭრო პალატა

627bd6043ad19
ანუკა ჯოხაძე
12.05.22 10:10
1345
“გარკვეული პოზიტიური ძვრები არის”- ასე უპასუხა ამერიკის სავაჭრო პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა BM.GE-ის კითხვას, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

როგორც ირაკლი ბაიდაშვილი აცადებს, იმას, რომ ამ დრომდე აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი არ არის მოწერილი, თავისი მიზეზები აქვს. მისი თქმით, საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწევს დაამტკიცოს, რომ საიმედო პარტნიორია, არამარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ საინვესტიციო თვალსაზრისითაც.

“როგორც ოფიციალური მხარე, ისე ამერიკის სავაჭრო პალატა და მისი ყველა წევრი განსაკუთრებული ძალისხმევით ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ამ ხელშეკრულების ხელმოწერისთვის.

გარკვეული პოზიტიური ძვრები არის, თუმცა თარიღი ჯერ არ გვაქვს. მიგვაჩნია, რომ ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა, იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი იმ ტრადიციულ სავაჭრო ურთიერთობებში, რომელიც 30 წელზე მეტია ამერიკასს და საქართველოს აქვთ.

იმას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ გახლავთ ხელმოწერილი, აქვს თავისი ობიეექტური და სუბიექტური მიზეზები. მიმაჩნია, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ არის საიმედო პარტნიორი არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ინვესტიციების მოზიდვისა და დაცვის სფეროშიც,”-აცხადებს ამერიკის სავაჭრო პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ბაიდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები