მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ მონღოლეთში 628 ტონა ჩაი გაყიდა - ჩაის ექსპორტ/იმპორტის მაჩვენებლები

63b586f27f3f0
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.23 20:33
2835
საქართველოდან 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტზე 4.2 მლნ დოლარის ღირებულების 2 002 ტონა არომატიზებული ან არომატიზებული ჩაი გავიდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის 11 თვესთან შედარებით უმნიშვნელოდაა შემცირებული. (2021 წლის 11 თვე - 4.3 მლნ დოლარი, 2 158 ტონა).

ამ პერიოდის განმავლობაში ჩაის ექსპორტით ყველაზე დიდი შემოსავალი აზერბაიჯანიდან მივიღეთ, თუმცა მოცულობით ყველაზე დიდი რაოდენობა მონღოლეთში გავიდა. ღირებულების მიხედვით საექსპორტო ბაზრების რეიტინგი კი ასეთია:

1. აზერბაიჯანი - 1.8 მლნ დოლარი, 236 ტონა;
2. უკრაინა - 628 ათასი დოლარი, 316 ტონა;
3. მონღოლეთი - 412 ათასი დოლარი, 628 ტონა;
4. ბელარუსი - 262 ათასი დოლარი, 121 ტონა;
5. ყაზახეთი - 237 ათასი დოლარი, 413 ტონა;

ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მცირე მოცულობით ჩაის რეალიზება ყაზახეთში, გერმანიაში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ჩეხეთში, ესტონეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში შეძლო.

განსხვავებული მდგომარეობაა ჩაის იმპორტის მხრივ. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან 2 250 ტონა ჩაის შესაძენად 9.2 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს აღემატება (8 მლნ დოლარი, 2 362 ტონა). ამ შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი და რუსეთი არიან. ჩაის TOP-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. აზერბაიჯანი - 4.7 მლნ დოლარი, 653 ტონა;
2. რუსეთი - 1.9 მლნ დოლარი, 275 ტონა;
3. შრი-ლანკა - 1 მლნ დოლარი, 132 ტონა;
4. ირანი - 403 ათასი დოლარი, 331 ტონა;
5. თურქეთი - 342 ათასი დოლარი, 1 089 ტონა;

ამ ქვეყნების გარდა, ჩაი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები