მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ ნოემბერში 3.6 მილიონი კვერცხი იყიდა - შარშან იმპორტი ნულოვანი იყო

კვერცხი

2025 წლის 11 თვეში, საქართველოში არასაინკუბაციო [საკვები] კვერცხის იმპორტი 59%-ით, 332.1 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა ნოემბერში ტენდენცია შეიცვალა და საქართველომ მხოლოდ 1 თვეში 263.5 ათასი აშშ დოლარის 3.6 მილიონი ცალი კვერცხი იყიდა.

ბოლო რამდენიმე კვირაა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები სუპერმარკეტებში დახლზე კვერცხის რაოდენობის შემცირების შესახებ საუბრობენ. მიზეზის გასარკვევად BM.GE დარგობრივ გაერთიანებას დაუკავშირდა.

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ქვეყანაში კვერცხის დეფიციტი არ არის და დახლებზე კვერცხის შემცირებული რაოდენობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის იმპორტის კლებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს 2024 წლის მონაცემებით კვერცხით თვითუზრუნველყოფის 96%-იანი მაჩვენებელი აქვს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვერცხის დეფიციტი ნოემბერში დაიწყო, სწორედ ამ დროს საქართველომ 263.5 ათასი აშშ დოლარის 3.6 მილიონი ცალი კვერცხი იყიდა, მაშინ როცა 2024 წლის ნოემბერში იმპორტი ნულოვან ნიშნულზე იყო.

2025 წელს კი სრულად საქართველომ 332.1 ათასი აშშ დოლარის 4.8 მილიონი ცალი კვერცხი იყიდა, ანუ იმპორტის 74.5% ნოემბერში განხორციელდა.

გასულ თვეს საქართველომ კვერცხი მხოლოდ თურქეთიდან და ბელარუსიდან განხორციელდა. თურქეთიდან იმპორტმა 259.6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ბელარუსიდან კი მხოლოდ 3.9 ათასი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 10 თვეს საქართველომ 68.5 ათასი აშშ დოლარის 1.2 მილიონი არასაინკუბაციო [საკვები] კვერცხი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანხაში 91.4%-ით, რაოდენობაში კი 93.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით იმპორტი მიმდინარე წელს ნოემბრამდე სამი ქვეყნიდან განხორციელდა.

  • თურქმენეთი - 46.8 ათასი აშშ დოლარის 953 ათასი ცალი;
  • ბელარუსი - 11.4 ათასი აშშ დოლარის 111 ათასი ცალი;
  • თურქეთი - 10.3 ათასი აშშ დოლარის 180 ათასი ცალი.

რაც შეეხება საინკუბაციო კვერცხს, წელს საქართველოში 3.1 მლნ აშშ დოლარის 9 680 მილიონი ცალი კვერცხი შემოვიდა. ძირითადი იმპორტიორი აქაც თურქეთია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები