2023 წელს საქართველომ 9.3 მილიონი დოლარის ღირებულების ბრინჯი იყიდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია, 2022 წლის იმპორტს კი 5%-ით აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ ოთხ წელში საქართველოს ბრინჯის იმპორტი გაუძვირდა, ვინაიდან ამ თანხის სანაცვლოდ 11 930.6 ტონა ბრინჯია იმპორტირებული, მაშინ, როდესაც შედარებით მეტი, 12 730.46 ტონა ბრინჯის საყიდლად ქვეყანამ 2020 წელს ნაკლები თანხა, 6.9 მილიონი დოლარი გადაიხადა.
საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ბრინჯის იმპორტის ნახევარზე მეტი ერთ ქვეყანაზე, ინდოეთზე მოდის. უფრო დეტალურად, იმპორტიორი ქვეყნების TOP-10-ეული ასეთია:
- ინდოეთი - 5.3 მლნ დოლარი;
- პაკისტანი - 1.3 მლნ დოლარი;
- ვიეტნამი - 707.1 ათასი დოლარი;
- ტაილანდი - 541 ათასი დოლარი;
- თურქეთი - 427.1 ათასი დოლარი;
- იტალია - 309.7 ათასი დოლარი;
- აშშ - 344 ათასი დოლარი;
- ყაზახეთი - 92 ათასი დოლარი;
- რუსეთი - 50.7 ათასი დოლარი;
- ესპანეთი - 25.2 ათასი დოლარი.