მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ შესაძლოა, გაეროში პოლოლიკაშვილის ნაცვლად UAE-ს კანდიდატს დაუჭიროს მხარი - Diplomat

სს

The Diplomat-ის ინფორმაციით საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად, გაერთიანებული საამიროების კანდიდატს შეიხა ალ ნოვაისს დაუჭიროს მხარი.

The Diplomat-ი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ივანიშვილის რეჟიმი თანამდებობაზე საამიროების კანდიდატის, შაიხა ალ ნოვაისს, მხარდაჭერას გეგმავს.

გამოცემა წერს, ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას მაშინაც იკავებდა, როდესაც ასამბლეამ რუსეთისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 2022 წელს, მისი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

The Diplomat წერს, რომ ეს იყო გაბედული პოზიცია, რომელმაც გაეროს სისტემაში პრეცედენტი შექმნა, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც რუსეთი არ დათანხმდა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტას.

ონლაინ მედიის მიხედვით, პოლოლიკაშვილი თანამდებობას უკვე ორი ვადის განმავლობაში იკავებდა და ორივეჯერ თანამდებობაზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის 70%-ზე მეტმა დაუჭირა.

The Diplomat წერს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფა ნდობას ამცირებს წევრი-სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მის კანდიდატურას მესამე ვადით მხარს უჭერენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები