2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 3.6 მლნ აშშ დოლარის 6 414 ტონა ფორთოხალი იყიდა, რაც მცირედით, 3.8%-ით ნაკლებია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, როცა ქვეყანაში 3.8 მლნ აშშ დოლარის 6 563 ტონა ციტრუსოვანი ხილი შემოვიდა.
ქვეყნები, სადაც 2024 წელს საქართველომ ფორთოხალი იყიდა:
- თურქეთი - $1.8 მლნ. 3 255 ტონა;
- ირანი - $1.5 მლნ. 2 729 ტონა;
- ეგვიპტე - $254.2 ათასი. 428 კგ;
- ნიდერლანდები - $2.5 ათასი. 1.05 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ წელს ფორთოხლის ექსპორტიდან 852.4 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 24%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე.
მთავარი საექსპორტო ბაზარი სადაც ქართული ფორთოხლის მოცულობის უდიდესი წილი 778.9 ლარის პროდუქცია გაიყიდა სომხეთია. დანარჩენი კი რუსულ ბაზარზე გავიდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველომ წლიურად ყველაზე მეტი 11.03 მლნ აშშ დოლარის ფორთოხალი 2013 წელს შეიძინა. ექსპორტზე კი, ყველაზე მეტი 2.6 მლნ აშშ დოლარის ფორთოხალი 2020 წელს გაიტანა.