გამოქვეყნდა 2022 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებში 760.4 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა. ექსპორტი წელს ჯამურად 54.5%-ით გაიზარდა. საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რომლის ექსპორტმაც წელს 156 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები, მესამეზე კი მსუბუქი ავტომობილები.
იანვარ-თებერვალში, საქართველოს მთავარი სავაჭრო საქონელი ასე ნაწილდებოდა:
1 მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $156.3 მილიონი, მატება 65%;
2 ფეროშენადნობები - $100.5 მილიონი, მატება 93%;
3 მსუბუქი ავტომობილები - $72.6 მილიონი, მატება 45%;
4 სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $58.2 მილიონი, მატება 214%
5 ყურძნის ნატურალური ღვინოები - $33.2 მილიონი, მატება 43%;
6 მინერალური და მტკნარი წყლები - $23.3 მილიონი, მატება 26%;
7 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $20.2 მილიონი, 120%;
8 სპირტიანი სასმელები - $17.6 მილიონი, კლება 4%;
9 ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $13.4 მილიონი, მატება 53%;
10 თხილი და სხვა კაკალი - $13.3 მილიონი, კლება 18%.
ბაზრების მიხედვით, პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, რომელშიც ექსპორტირებულია $95.4 მილიონის საქონელი (ზრდა77%); მეორეზე რუსეთი, სადაც $92.9 მილიონის საქონელი გავიდა (ზრდა 35.6%); მესამეზე კი აზერბაიჯანი, სადაც $92.3 მილიონის პროდუქცია გავიდა (ზრდა 39%).
2022 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომელიც მეტალურგიული ინდუსტრიისთვის წარმოადგენს ნედლეულს. მეორე და მესამე პოზიციებს ღვინო და მინერალური წყლები იკავებენ.
რა საქონელი გაიტანა საქართველომ რუსეთში 2022 წლის იანვარ-თებერვალში:
1 ფეროშენადნობები - $32.7 მილიონი, 17,658 ტონა;
2 ყურძნის ნატურალური ღვინოები - $20.1 მილიონი, 7,190 ტონა;
3 მინერალური და მტკნარი წყლები - $9.5 მილიონი, 17,205 ტონა;
4 თამბაქოს ნაწარმი - $4.9 მილიონი, 339 ტონა;
5 ბრენდი და სხვა სპირტიანი სასმელები - $4.1 მილიონი, 1,005 ტონა;
6 გაზიანი სასმელები, შაქრით - $3.5 მილიონი, 5,243 ტონა;
7 ციტრუსების ნაყოფი - $2.8 მილიონი, 4,650 ტონა;
8 ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - $2.3 მილიონი, 264 ტონა;
9 მსუბუქი ავტომობილები - $1.7 მილიონი;
10 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $1.5 მილიონი, 9 ტონა.




























