2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 11.3%-ით შემცირდა და $3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირებულია. მათ შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა შეიმჩნევა ავტომობილების ექსპორტსა (-42.5%) და ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტში (45.6%).
2020 წლის 11 თვეში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $677 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 13%;
2. მსუბუქი ავტომობილები - $364.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -42.5%;
3. ფეროშენადნობები - $231.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.5%;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $186.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -8.1%;
5. სპირტიანი სასმელები - $115.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 3.2%;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - $105.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -15.3%;
7. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $87.6 (წინა წელს ამ საქონლის კოდის ექსპორტი $2.1 მლნ დოლარი იყო)
8. სამკურნალო საშუალებები - $86.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -45.6%;
9. ოქრო - $86.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 28.4%;
10. თხილი და სხვა კაკალი - $81.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 40.2%.
11 დანარჩენი საქონელი – სულ $993.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -15.9%.
ჯამურად, იანვარ-ნოემბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $10.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.6%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი $3 მილიარდი (11.3%-ით ნაკლები), იმპორტი კი $7.2 მილიარდი იყო (15.9%-ით ნაკლები).




























