მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს პომიდვრის იმპორტი გაუძვირდა. იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 15 მილიონი დოლარის ღირებულების 21 110 ტონა პომიდორი შემოვიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული პომიდვრის ღირებულება 8.3%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 6%-ით შემცირდა. თუ გასულ წლის ამავე პერიოდში 1 კგ იმპორტირებული პომიდვრის ფასი 0.61 დოლარ ცენტრი იყო, წელს ღირებულებას 0.71 დოლარ ცენტი გახდა.
გაძვირება მთავარი მომწოდებელი ქვეყნიდან იმპორტის გაძვირებამ განაპირობა. საქართველოს კი როგორც წელს ასევე გასულ წლებში მთავარი იმპორტიორი თურქეთი იყო. 10 თვეში მეზობელი სახელმწიფოდან ჯამში 13 მილიონ 802 ათასი დოლარის ღირებულების 19 330 ტონა პომიდორი შემოვიდა.
მცირე მოცულობებით პროდუქტის იმპორტი აზერბაიჯანიდან (1.1 მლნ დოლარი, 1 598 დოლარი), ირანიდან (87 ათასი დოლარი, 130 ტონა); უზბეკეთიდან (25.7 ათასი დოლარი, 36 ტონა); ნიდერლანდებიდან (17.8 ათასი დოლარი, 6 ტონა) და ესპანეთიდან (15 ათასი დოლარი, 7 ტონა) განხორციელდა.
პომიდორი საქართველოდან ექსპორტზეც გადის, თუმცა ეს თითქმის სრულად რეექსპორტია. 10 თვეში საქართველომ 2 მილიონი დოლარის ღირებულების 1 463 ტონა პომიდორი გაყიდა, რაც გასული წლის ექსპორტს აღემატება ($3.8 მლნ, 2 764 ტონა). საექსპორტო მიმართულებები რუსეთი და სომხეთია.




























