2019-2020 სასწავლო წლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 9.9 ათასი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.5%-ით მეტია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
პროფესორ-მასწავლებელთა 54.3% ქალია, ხოლო 45.7% - კაცი. მათი უდიდესი ნაწილი, 36.2% ასოცირებული პროფესორია, ჯამური რაოდენობით - 3, 577.
საქსტატის მონაცემებითვე ქვეყანას 2, 108 სრული პროფესორი ჰყავს, საიდანაც 1 162 - სახელმწიფო, ხოლო 946 - კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობს.
ამასთან, ქვეყანაში ასისტენტ პროფესორების რიცხვი 1 249-ია, მასწავლებელების - 1876, ხოლო სხვა კატეგორიაში 1 084 პირია დასაქმებული.