მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს 2024 წელს ყვავილების იმპორტი გაუძვირდა - მთავარი მომწოდებელი სომხეთია

ყვავილები

2024 წელს საქართველოში ყვავილების იმპორტი გაიზარდა. ამასთან, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანას ყვავილის იმპორტი გაუძვირდა.

უფრო დეტალურად, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს, საქართველომ $11,4 მლნ-ის ღირებულების 1 901 ტონა ყვავილი შეიძინა. ხოლო, 2023 წელს - 1 718 ტონა, რაშიც $5,1 მლნ გადაიხადა.

შესაბამისად, საქართველოს იმპორტი რაოდენობრივად მხოლოდ 10.6%-ით გაეზარდა, ხოლო ღირებულების გამოსახულებაში 122.7%-ით, რაც იმპორტის გაძვირებაზე მეტყველებს.

საქართველოსთვის ყვავილების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა სომხეთია, საიდანაც იმპორტი მნიშვნელოვნადაა გაძვირებული. გასულ წელს სომხეთიდან იმპორტის მოცულობა წლიურად 3.2%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტირებული ყვავილის ღირებულება 137.5%-ით გაიზარდა. საქართველოს სომხეთიდან 2024 წელს $3,2 მლნ-ის 658 ტონა ყვავილები ჰქონდა შეძენილი, ხოლო 2023 წელს, $1,3 მლნ-ის, 680 ტონა.

2024 წლის ყვავილების მთავარი TOP 5 იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  1. სომხეთი - $3,2 მლნ, 658 ტონა;
  2. ეკვადორი -$4 მლნ, 504 ტონა;
  3. თურქეთი - $973 ათასი, 441 ტონა;
  4. კენია - $1 მლნ, 128 ტონა;
  5. ნიდერლანდები - $1.5, 115 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები