საქართველოს 270-ზე მეტ სოფელში მაქსიმუმ 10 ადამიანი ცხოვრობს. აღნიშნულის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საყოველთაო აღწერის შედეგებიდან ირკვევა.
აღწერის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 37.5% ცხოვრობდა სოფლებში, შედარებისთვის 2014 წლის აღწერის თანახმად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წილი 42.8% იყო. ანგარიშის თანახმად, საქართველოში სულ 3,617 სოფელია, თუმცა აქედან 200 სოფელი დაუსახლებელია, ასევე არაერთ სოფელში სულ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, მაგალითად, 1 მუდმივი მოსახლე ჰყავს 40 სოფელს, ორი მოსახლე 42 სოფელს, 3 მოსახლე კი 31 სოფელს.
რაც შეეხება ყველაზე დიდ სოფლებს, სტატისტიკის თანახმად, ესაა სოფელი დიღომი, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს, თუმცა იურიდიულად კვლავ სოფლის სტატუსი აქვს. სოფელ დიღმის მოსახლეობა 22,136-ს შეადგენს. მაგრამ, ის ფაქტობრივად ქალაქ თბილისის ერთ-ერთ უბანს წარმოადგენს და ის ვაშლიჯვარსა და დიდ დიღომს შორის მდებარეობს.
ყველაზე მცირე მოსახლეობის მქონე სოფლების რაოდენობა:
1 კაციანი 40 სოფელი
2 კაციანი 42 სოფელი
3 კაციანი 31 სოფელი
4 კაციანი 29 სოფელი
5 კაციანი 32 სოფელი
6 კაციანი 21 სოფელი
7 კაციანი 24 სოფელი
8 კაციანი 26 სოფელი
9 კაციანი 11 სოფელი
10 კაციანი 22 სოფელი.




























