მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ადგილობრივი საქონლის TOP-საექსპორტო ქვეყნებში ტოგო გამოჩნდა - რა გავყიდეთ?

ტოგო

2026 წლის თებერვლის სტატისტიკაში, ადგილობრივი ექსპორტის ქვეყნების ჩამონათვალში, დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი პატარა სახელმწიფო ტოგო გამოჩნდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ვაჭრობის ისტორიაში ტოგოსთან რაიმე სახის პროდუქტების ექსპორტი ან იმპორტი არ ჰქონია. 2026 წლის თებერვალში კი ამ დასავლეთაფრიკულ ქვეყანაში 19 მილიონ 129 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ.

ტოგო აფრიკული ქვეყნების განას, ბენინის და ბურკინა-ფასოს მეზობელია, რომელიც გვინეის ყურეზე გადის და რომლის ფართობი 56 785 კვ.მ-ია, მოსახლეობის რაოდენობა კი 8.6 მილიონია.

საქართველოდან ამ მიმართულებით ექსპორტირებული საქონლის უდიდესი ნაწილი ადგილობრივად წარმოებული ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ქართული ნავთობპროდუქტების ექსპორტის მეხუთედი სწორედ ტოგოზე მოდის - ჯამში 19 მილიონი დოლარის ღირებულების 32 099 ტონა.

თუმცა ქვეყანაში, რომელთანაც შეიძლება ითქვას, რომ ვაჭრობა აქამდე არ გვქონია, თებერვალში ადგილობრივი ნავთობპროდუქტების გარდა, მცირე მოცულობით 116 ათასი დოლარის ღირებულების 4 268 ლიტრი ეთილის სპირტი და ასევე 8 700 დოლარის ღირებულების 923 ლიტრი ღვინო რეექსპორტით გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები