"საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გახდეს განათლების ჰაბი" - ამის შესახებ "ალტე უნივერსიტეტის" პრეზიდენტმა გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.
რამაზ კუკულაძის განმარტებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან ქართულ განათლებაზე დიდი მოთხოვნაა. მათ იციან, რომ საქართველოში შესაძლებელია ხარისხიანი განათლების მიღება, ხელმისაწვდომ ფასად.
ის ასევე აღნიშნავს, რომ "ალტე უნივერსიტეტში" სტუდენტები 25-ზე მეტი ქვეყნიდან არიან ჩამოსული. მათ შორის არის: დიდი ბრიტანეთი, ლიბანი, ინდოეთი.
"საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გახდეს განათლების ჰაბი. ძალიან დიდი მოთხოვნაა ქართულ განათლებაზე, რადგან უკვე აღიარებულია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია მიიღოს ხარისხიანი განათლება შეღავათიან ფასად. 25-ზე მეტი ქვეყნიდან გვყავს სტუდენტები, მათ შორის არის ბრიტანეთი, ლიბანი, ინდოეთი" - ამბობს "ალტე უნივერსიტეტის" პრეზიდენტი.