მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს არქიტექტორები და დიზაინერები საერთო განცხადებას ავრცელებენ - ანკა ჩოჩია ქალების ნარატივში

საქართველოს არქიტექტორები და დიზაინერები საერთო განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი რუსული კანონის მიღების შედეგად განვითარებულ მოვლენებს ეწინააღმდეგებიან და პოზიციის დასაფიქსირებლად ერთიანდებიან. “ქვეყანაში შექმნილი პოლარიზაციის, ძალადობრივი გარემოსა და იმ უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, რასაც “რუსული კანონის” მისაღებად საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად ვერთიანდებით! მიგვაჩნია, რომ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, ცვლის მის კურსს ევროპული ორბიტიდან და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარებას. ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, საკუთარი მოქალაქეების დაშინებითა და დასავლელი პარტნიორების სრული იგნორირებით მიიღოს ეს კანონი. მოვითხოვთ შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ უკან იქნას გაწვეული “რუსული კანონი” - აღნიშნავენ არქიტექტორები და დიზაინერები. ბოლო მონაცემებით, საერთო მიმართვას - 814 პირი თუ კომპანია უერთდება. მათ შორის არქიტექტორი ანკა ჩოჩია.

სტუმარი: ანკა ჩოჩია - არქიტექტორი;

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები